ბუდაპეშტი ძველებურად მოთხოვნადი მიმართულებაა, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ტურისტული კომპანია „გაიცანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ტურებს ღირებულება 15%-ითაა გაძვირებული.
„წინა წელს 3 დღიანი ტურის ფასი 850 ლარს შეადგენდა, წელს უკვე 1000 ლარია“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.
ბუდაპეშტი ვენასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და ქუთაისიდან ორივე მიმართულებაზე პირდაპირი ფრენებია. თუმცა, როგორც ნიკა ჯმუხაძე ამბობს, ამ მიმართულებით ბუდაპეშტსა და ვენაზე მოთხოვნა ცალ-ცალკე უფროა, რასაც „გაიცანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ფასებით ხსნის.
„ბუდაპეშტისა და ვენის ტურები ცალ-ცალკე უფრო მოთხოვნადია. ალბათ იმიტომ, რომ კომბინირებული ტური უფრო მაღალბიუჯეტური გამოდის და შესაბამისად მსურველები დაბალბიუჯეტურ ტურზე უფრო არიან და შესაბამისად ერთი ქალაქის ტური უფრო მოთხოვნადია“, - ამბობს ტურისტული კომპანიის მენეჯერი.
ირკვევა, რომ ბუდაპეშტის მაგალითზე, მუზეუმების მოსაკრებელი ლარში არ გაძვირებულა.
„ადგილზე ხარჯი, მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები და ასე შემდეგ შარშანდელთა შედარებით გაძვირებული არ არის. ლარში რომ ვიანგარიშოთ ფასები ისევ 200-250 ლარის ფარგლებშია და არ შეცვლილა, - აცხადებს ნიკა ჯმუხაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბუდაპეშტში მოხვედრა პირდაპირი რეისებით, მხოლოდ ქუთაისიდანაა შესაძლებელი. ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის რეისებს კი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება