USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესი საქმიანობისთვის ხელისშემშლელ 5 ფაქტორს ასახელებს - BAG

ბიზნესი საქმიანობისთვის ხელისშემშლელ 5 ფაქტორს ასახელებს - BAG

2023-04-05 14:28:21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი შემდეგი ხუთი ფაქტორია:

  • სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
  • სპეციალისტების ნაკლებობა,
  • სამუშაო ძალის ნაკლებობა,
  • ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა,
  • შეზღუდული ფინანსური რესურსები

მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 50% ასახელებს ხელის შემშლელად).

სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (65%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (22%).

საწარმოს ზომის მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (65%-მა დაასახელა ხელის შემშლელად) .

2023 წლის I კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა.

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (89%), ხოლო ყველაზე ნაკლებად _ ვაჭრობის სექტორისთვის (30%).

საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (55%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის I კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 47%-მა დაასახელა.

სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (64%).

საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (68%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის I კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა დაასახელა.

სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (44%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (19%).

საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (35%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის I კვარტალში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 17%-მა დაასახელა.

შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (44%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა უმეტესად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (19%).

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები