USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო - შსს

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო - შსს

2023-02-13 20:56:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ამჟამად ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს", -  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ცოტახნის წინ, აფეთქების ხმა იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სანაპირო ზოლთან, ზღვაში კვამლი ჩანს. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები