USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე ხახვი გაძვირდა

ადგილობრივ ბაზარზე ხახვი გაძვირდა

2023-04-27 10:40:06

მარკეტებში ხახვის ფასმა 5 ლარს გადააჭარბა. ამის მიზეზად სპეციალისტები გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე საფასო ცვლილებას მიიჩნევენ.

აგრონომების საუბრობენ იმაზეც, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტის გაძვირება წარმოებაში არსებულ კრიზისს უკავშირდება.

კერძოდ, აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი, აგრონომი ნინო ჭიორელი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ფერმერებს ხახვის მოვლა-მოყვანის არანაირი პირობები არ აქვთ და პროდუქტი კვლავინდებურად მამა-პაპური მეთოდით მოჰყავთ, რის გამოც წარმოებაში დიდი ჩამორჩენაა.

„შემოტანილი ხახვი ფასით განსხვავდებოდა, პრობლემა ყოველთვის იყო. ამ ეტაპზე ამ მხრივ გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე საფასო ცვლილებამაც იქონია გავლენა. ადგილობრივი წარმოება ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს, მარაგებზე საუბარიც ზედმეტია. ფერმერებს არ აქვთ არანაირი ხელშეწყობა, ტექნიკა, სათესლე აპარატი, შესაწამლი პრეპარატები და სხვა. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ხახვს ფერმერების უმეტესობა ხელით თესავს, ასევე ხელით იღებს და არჩევს მოსავალს, რაც თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია. რასაკვირველია, ხახვის წარმოება შრომატევადია და ამ დროს მუშახელიც დიდი პრობლემაა.

თურქეთში წარმოება იმიტომ განვითარდა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაღალ დონეზეა და სტანდარტს სრულად პასუხობს. ჩვენ, ელემენტარულად, მორწყვის პრობლემაც არ გვაქვს მოგვარებული, რაც მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნინო ჭიორელი.

აგრონომის თქმით, ხახვის მკვეთრმა გაძვირებამ ქართულ ბაზარზე გარკვეულწილად დეფიციტის გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო.

„ხახვის წარმოებაში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება, რაც ფასთან პირდაპირ კავშირშია. დეფიციტია მაღალი ფასის გამო, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა რომ ჰქონდეს დარგს, პრობლემა დიდწილად მოგვარდებოდა.

დღეს ფერმერებს დამოუკიდებლად ტექნიკაზე ხელი ვერ მიუწვდებათ, რის გარეშეც წარმოება ვერ გაიზრდება. ამ დროს დიდი პოტენციალია დარგის განვითარებისთვის“, - ამბობს ნინო ჭიორელი.

ადგილზე წარმოებული ხახვის მიწოდება ბაზარზე ივნისის ბოლოს იწყება და პიკს ივლისი-აგვისტოს პერიოდში აღწევს.

საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.

2023 წლის მარტში, იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასი, ხახვი პირველ ადგილზეა. აღნიშნულ პერიოდში ის 110,7%-ით გაძვირდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 74.1%-ს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები