4-5 ივლისს, ქ. თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრის მეთერთმეტე პავილიონში (წერეთლის 118) მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართება.
ფორუმზე მოწვეულნი არიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც დამსწრეებს წარუდგენენ სექტორის უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს.
წლევანდელი ფორუმის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის ხაზგასმა წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და პოზიციონირდეს, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტიორი ევროპის მასშტაბით.
ფორუმზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს https://www.investinnet.com/geef-register/
გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მიმართოთ mtsaishvili@expogeorgia.ge, ttavadze@expogeorgia.ge
გამოფენასა და ფორუმზე მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს: www.energyexpo.ge
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა