Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ისევ ნომერ პირველი ტელევიზიაა.
როგორც Tri Media Intelligence-ს ვებგვერდზე განთავსებული მაისის მონაცემებიდან ირკვევა „იმედის“ Share-ს მაჩვენებელი 24.82 შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ რუსთავი 2-ს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.
TOP-3-ს პოს ტვ ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც რუსთავი 2-ის მაჩვენებლებს მცირედით ჩამორჩება.
Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი მაისის მონაცემებს ასახავს.
1. იმედი - 24.82
2. რუსთავი 2 - 7.60
3. პოს ტვ - 7.14
4. მთავარი არხი - 6.97
5. ტვ პირველი - 6.49
6. ჯი დი ესი - 3.67
7. საზ. მაუწყ. 1-ლი არხი - 2.15
8. კომედი ტვ - 1.65
9. ფორმულა - 1.61
10. მაესტრო - 1.18
11. მარაო - 0.96
12. სილქ უნივერსალი - 0.82
13. ალტ ინფო - 0.67
14. აჭარა - 0.60
15. სეტანტა სპორტ - 0.48
16. პალიტრა ნიუსი - 0.36
17. ობიექტივი - 0.33
18. ევრონიუს ჯორჯია - 0.28
19. ერთსულოვნება - 0.25
20. კავკასია - 0.19
21. TV 25 - 0.14
22. TVC - 0.14
23. სეტანტა სპორტ 2 - 0.12
24. ენკი-ბენკი - 0.09
25. სეტანტა სპორტ 3 - 00.07
26. სტერეო+ - 0.06
27. საპარლამენტო - 0.05
28. რაგბი ტვ - 0.04
29. მიუზიკ ბოქსი - 0.03
30. BMG - 0.02
TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.
TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.
(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა