USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნგრეთში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა

უნგრეთში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა

2023-02-09 15:46:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.

ასევე სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მრჩეველი, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი; იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი SCIS-ის პროგრამების კოორდინატორი, შემდეგ კი დირექტორი (ატლანტა, აშშ.)

ასევე იყო საზოგადოებრივ საქმეთა და სამთავრობო ურთიერთობების საკონსულტაციო ფირმა The Edison Group–ის კონსულტანტი. (ატლანტა აშშ)", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები