დღეს კიბერთაღლითები მიმართავენ სხვადასხვა სტრატეგიებს თქვენი ფინანსური ინფორმაციის მოსაძიებლად. უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირდა ჩვენთვის ახალი სცენარი - კიბერთაღლითებმა გადაწყვიტეს ვაკანსიებით მანიპულირება რომ ამგვარად მოიპოვონ თქვენი ფინანსური მონაცემები.
გარდა დღეს არსებული ტრადიციული, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი არხებისა, სადაც განთავსებულია ვაკანსიები და რომლებსაც მივმართავთ, შესაძლოა შეგხვდეთ დიდი კომპანიის სახელით განთავსებული ვაკანსიები, რომლებიც გთავაზობენ დღეში 4-6 საათის დისტანციურ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს არანაირ გამოცდილებას, განსაკუთრებულ უნარს თუ ტექნიკურ ცოდნას, ხოლო დღიური ანაზღაურება მერყეობს დღეში 100-200 ლარის ფარგლებში.
რა ნიშნებით უნდა განვასხვავოთ თაღლითური ვაკანსიის შეთავაზება?
როგორ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი და სხვა თაღლითური შემთხვევის მსხვერპლი?
1. ყოველთვის გადაამოწმეთ ვაკანსია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მასთან პირდაპირ დაკავშირებით ღიად მისაწვდომ საკონტაქტო ნომერზე;
2. არასდროს გააზიაროთ და შეიყვანოთ საბარათე მონაცემები ვაკანსიაზე რეგისტრაციის სანაცვლოდ;
3. თუ HR კომპანიის სახელით გიკავშირდებიან, თქვენ თვითონ დაუკავშირდით HR კომპანიას და გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად მათი წარმომადგენელი დაგიკავშირდათ და არსებობს თუ არა ის დასახელებული ვაკანსია;
4. არ იმოქმედოთ იმპულსურად „მხოლოდ შეზღუდული დროით“ დასპონსორებული ვაკანსიის განაცხადზე რეაგირებით - თუ ის ზედმეტად სახარბიელოდ და თითქმის არარეალისტურად ჟღერს (ისეთ სამუშაოში, რომელიც ფაქტობრივად არანაირ სპეციალიზებულ უნარსა თუ გამოცდილებას არ მოითხოვს, ერთ საათში 100 თუ 200 ლარს არცერთი დამსაქმებელი არ გადაგიხდით).
5. არასდროს გააზიაროთ ინტერნეტ-ბანკის ან ბარათის მონაცემები სამუშაოს დაწყების დაპირების სანაცვლოდ. რეალური დამსაქმებელი არასდროს სთხოვს კანდიდატს თანხის გადახდას იმისათვის, რომ მისი კანდიდატურა განიხილონ ამა თუ იმ ვაკანსიაზე.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების უგულებელჰყოფით მაინც გახდით ამ თაღლითური შეთავაზების მსხვერპლი?
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება