USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მშობლებისა და აღმზრდელებისთვის, ბაცშვთა ინლაინ დაცვის სახელმძღვანელო მომზადდა

საქართველოში მშობლებისა და აღმზრდელებისთვის, ბაცშვთა ინლაინ დაცვის სახელმძღვანელო მომზადდა

2023-02-07 04:08:44

„ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ინტერნეტის ღიაობა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ონლაინ კონფერენციაზე „უსაფრთხო ინტერნეტის დღე - 2023“. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტ-საზოგადოებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით გაიმართა. „გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია მოზარდების დიდი ტალღის ონლაინ სამყაროში პირველად ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე მშობლები გეგმავდნენ,  მათი სწავლის და სოციალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რითიც პოტენციურად შესაძლოა მოექცნენ ინტერნეტის სხვადასხვა მავნე ზეგავლენის ზემოქმედების ზემოაღნიშნული რისკების ქვეშ, მათი ციფრული უნარების ნაკლებობიდან გამომდინარე. ამის დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რათა ეფექტურად უზრუნველვყოთ ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან  უსაფრთხო კავშირი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილის თქმით, ინტერნეტის განვითარებით და ხელმისაწვდომობის ზრდით, ბავშვებისთვის ინტერნეტი და ციფრული მოწყობილობები ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც მათ სთავაზობს საგანმანათლებო თამაშებს, გასართობ აქტივობებს და ბევრ ინოვაციურ გზას რათა გაიზიარონ, ისწავლონ, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ოჯახსა და გარე სამყაროს.

„ამის მიუხედავად, ის ბავშვებისთვის საფრთხეების შემცველ ადგილად იქცა, რადგან ონლაინ სამყაროში არსებობს კიბერბულინგის, კონფიდენციალურობის, ყალბი ინფორმაციაზე, ძალადობრივ და შეუსაბამო შინაარსის მქონე ინფორმაციაზე წვდომის, ინტერნეტ თაღლითობისა თუ სხვა მიმართულებებით საფრთხეები, რომლებმაც მშობლები და მასწავლებლები გამოწვევების წინაშე დააყენა,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირთან თანამშრომლობით, მომზადდა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის“.

მისი მიზანია მშობლების და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება  მათ შესაბამისი რეკომენდაციებით, რათა ახალგაზრდა თაობამ ციფრული სამყაროს პოტენციური რისკები და საფრთხეები დაძლიოს.

საქართველო ყოველი წლის თებერვალში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ჩვენი ქვეყანა მეხუთედ შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების  მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.

ღონისძიება 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები