ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა,
ეს მაჩვენებელი თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.
ოფიციალური სტატისტიკით მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებში - თურქეთი (582 527 ვიზიტი) პირველია. ზრდა წლიურ ჭრილში 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორეა რუსეთი, საიდანაც 2023 წლის 6 თვეში 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელ 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილზეა 397 116 ვიზიტით სომხეთი. წლიურ ჭრილში ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.
მეოთხეა ისრაელი, საიდანაც ორ კვარტალში ჯამში 106 530 ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 26%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 38%-ით მეტია. მეხუთეა აზერბაიჯანი, საიდანაც 85 777 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 29.2%-ია, ხოლო 86.2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტორების ათეული - 2023 წლის 6 თვე:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში რუსეთიდან 247,149 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს, პანდემიამდე 691,587 ვიზიტორი.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა