USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იგეგმება მესტიის აეროპორტთან დაკავშირებით? - ირაკლი ქარქაშაძის განმარტება

რა იგეგმება მესტიის აეროპორტთან დაკავშირებით? - ირაკლი ქარქაშაძის განმარტება

2023-02-07 01:22:27

მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივ აეროპორტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ეწვია. ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და ადგილობრივ აეროპორტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

,,მესტიის აეროპორტის განვითარება ჩვენს 2023 წლის გეგმებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს, არაერთ სიახლეს ვგეგმავთ თამარ მეფის სახელობის აეროპორტთან დაკავშირებით. ამ აეროპორტით, რომელიც 12 წლისაა დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა. რამაც ნათლად დაგვანახა, რომ მესტიის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს სვანეთისთვის.

 

 

ვგეგმავთ, რომ მესტიის აეროპორტში განვახორციელოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ტერმინალის რეაბილიტაცია, ვგეგმავთ ავაშენოთ ახალი სახანძრო დეპო, ასევე, მთლიანად შევცვალოთ არსებული სპეცტექნიკა. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ტიპის უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები გადაწყვეტილებას ბოლო ორი დღის მანძილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღებთ“, - ’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

რაც შეეხება, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი განმარტავს, რომ შიდა ფრენების შესყიდვების ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება, სავარაუდოდ ახალი მიმართულებებიც იქნება ასახული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში „მესტია-ქუთაისი-მესტიის“ მიმართულებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 70%, ხოლო „ნატახტარი-მესტია-ნატახტრის“ მიმართულებაზე კი 37.5% იყო.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. აეროპორტი მსოფლიოს ათი უჩვეულო დიზაინის მქონე ულამაზესი აეროპორტის სიაშია მოხვედრილი. აეროპორტის სერვისით 12 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები