USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაველ ჰერჩინსკი რუსეთთან ფრენებზე:  საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან

პაველ ჰერჩინსკი რუსეთთან ფრენებზე: საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან

2023-02-13 14:58:28

საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობისა და ორმხრივი ფრენების აღდგენის შესახებ დაწყებულ საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ და საჭირო არ არის იმის შეხსენება, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსული ჯარი კი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია განთავსებული.

„რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრემლიდან მომდინარე პოზიტიური განცხადებები არის თბილისსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა.

„ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი“,- განაცხადა ელჩმა.

მან სანქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სანქციების დაწესება არ უყვარს, ამ ბერკეტს მაინც იყენებს იმ ქვეყნების ან პირების წინააღმდეგ, რომელთანაც პრობლემა აქვს.

„ძალიან ბევრი საუბარი მიდის სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ, ევროკავშირს, არ მოგვწონს სანქციები. სანქციები არის ინსტრუმენტი ქვეყნის ან ინდივიდის ქცევის შესაცვლელად, ვისთანაც პრობლემა გვაქვს. ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს რუსეთთან“, - განაცხადა ელჩმა.

ინტერპრესნუსი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები