პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა, რომელიც მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში იყო ჩანიშნული, ერთი თვით გადაიდო.
მარტის ბოლოს ინტერპელაციით ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. ღარიბაშვილის პარლამენტში ვერმისვლის მიზეზად 23-24 თებერვალს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დასახელდა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, ანა ბუჩუკურმა და ხათუნა სამნიძემ დაიბარეს. მათ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აქვთ.
ინტერპრესნიუსი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება