USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

2023-02-20 17:06:36

პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია ორმოცდაათზე მეტი საკითხის განხილვა.

ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„კანონპროექტით წესრიგდება უცხოური გავლენის აგენტთა, უცხოურ ძალასთან, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან, განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფასთან, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასთან, უცხოური გავლენის რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან, მონიტორინგთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

​ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები