USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წინასაახალწლოდ რომელ მიმართულებებზეა მოთხოვნა საზღვარგარეთ დასვენებისთვის - Go Tour-ის დამფუძნებელი

წინასაახალწლოდ რომელ მიმართულებებზეა მოთხოვნა საზღვარგარეთ დასვენებისთვის - Go Tour-ის დამფუძნებელი

2024-12-04 10:00:00

როგორც წინა საშობაო პერიოდი, ასევე შობის დროს და ახალ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაზეა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაახალწლო პერიოდში და ახალ წელს ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნა 20%-ითაა გაზრდილი.

„გასული წლების მსგავსად წელსაც საკმაოდ აქტუალურია ევროპის ქვეყნები. ჩვენი ტურისტული კომპანიის მაგალითზე აქტიურად იყიდება შემდეგი მიმართულებები: პრაღა, ვენა, პარიზი, გერმანიის სხვადასხვა ქალაქი, ბუდაპეშტი და რომი. გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება ფასებს ზრდა მნიშვნელოვანი არ არის. რეალურად ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ იჭერს თადარიგს. თუ წინასწარ ხდება შეძენა ცხადია შედარებით იაფია“, - განმარტავს წიკლაური.

წიკლაურის თქმით, საახალწლოდ მოთხოვნა არის თბილ ქვეყნებზეც. 

„ეგვიპტე, დუბაი, აბუ დაბი - საკმაოდ გაყიდვადია. ახალი წლის შესახვედრად მოთხოვნაა გაზრდილი ასევე ეგზოტიკურ ქვეყნებზე. ტაილანდი, ბალი - საახალწლოდ პოპულარულია“, - აცხადებს Go Tour-ის დამფუძნებელი.

ნინო წიკლაური ამბობს, რომ გაყიდულ ევროპულ ტურებში მოგზაურობის ძირითადი ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, თუმცა საკმაოდ გაიზარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში ტრანზიტულ ფრენებზე მოთხოვნა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები