22 ნოემბრიდან ბიტკოინი ვერ ახერხებს 100 ათასი დოლარის ნიშნულის გარღვევას, რადგან მუდმივი დაბრკოლებების წინაშეა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დეკემბერში, ისტორიულად ფასები მზარდია, იწვევს შეშფოთებას შეერთებულ შტატებში მაკროეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
22 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ბიტკოინმა დაადგინა ფასის ახალი მაქსიმუმი 99,850 აშშ დოლარის ოდენობით აშშ-ს უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე, Coinbase-ზე, თითქმის უწყვეტი ზრდის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასი 98-92 ათასი დოლარის ფარგლებში იყო. 3 დეკემბრის Coinmarketcap-ის მიხედვით ბიტკოინის ფასი 95,5 ათასი დოლარია, ხოლო 4 დეკემბრის მონაცემებით $96 669.
„მიუხედავად ბაზრის ძლიერი კატალიზატორებისა და ინვესტორების ნდობისა, ბიტკოინი აგრძელებს ბრძოლას 100,000 დოლარის ფსიქოლოგიურ ბარიერთან“, განუცხადა The Block-ს BRN ანალიტიკოსმა ვალენტინ ფურნიემ.
კრიპტობირჟის Bitfinex-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბიტკოინის ფასის დინამიკა აჩვენებს ბოლო კვირებში, რომ „აუცილებელია პაუზა მოგების მიღებისა და ბაზრის მოთხოვნის გადანაწილებისთვის“.
მათ მიაჩნიათ, რომ ბიტკოინის ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში (ETF) ძლიერი შემოდინების დაბრუნებითა და საცალო ინტერესის ზრდასთან ერთად, Bitcoin-ს კარგი პოზიცია ექნება 100 ათასი დოლარის ფსიქოლოგიური ბარიერის გასარღვევად.
Bitcoin-ი ვირტუალური ვალუტაა, ბლოკჩეინი - გადახდის სისტემა. ინფორმაცია განთავსებულია ათასობით კომპიუტერში, ბლოკების სახით. მისი წაშლა ან შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. Bitcoin-ის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა.
Bitcoin-ი სატოში ნაკამოტომ გამოიგონა. ის ქსელში 2009 წლიდან ჩაეშვა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში 200 მილიონი პროცენტით გაიზარდა.
2024 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 16 წლის გახდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება