ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებსშეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესშიახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდებისინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებსინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულიმითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთანდაკავშირებით არსებულ მსოფლიო პრაქტიკაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმსასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაშიახორციელებს.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გიორგიკალანდარიშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა საკითხს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა დაპრაქტიკაში გამოსცადეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საარჩევნო აპარატურა ბანაკის მონაწილეებს პირადად ცესკოს თავმჯდომარემ და ამბროლაურისსაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.
ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა დაახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება. 2024 წელსანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას, შაორის ბანაკი კი რვანაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად როგორც შაორის, ისე ანაკლიის ბანაკების სხვადასხვანაკადის წარმომადგენლებთან მართავენ.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა