USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

2024-11-19 22:32:00

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. 

დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს წყალი შეასხეს, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას და ვინაიდან იყო ფიზიკური დაზიანების საშიშროება, „იმედმა“ მიიღო გადაწყვეტილება გადამღები ჯგუფების აქციიდან გამოყვანის შესახებ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აგრესიას გამოხატავენ არა მხოლოდ იქ მომუშავე ჯგუფების მიმართ, არამედ მათი მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები ტელეკომპანიის აწ უკვე გარდაცვლილი დამფუძნებლის - ბადრი პატარკაციშვილის მიმართ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები