„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტიდაიწყო. ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ოქტომბრიდან მსმენელთა მიღებას აცხადებს. სასწავლო პროცესი ორივე ფილიალში ნოემბრიდან დაიწყება. ახალ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
„თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების14 პროგრამის წარმართვაზე მოიპოვა უფლება, კერძოდ, ბათუმის ფილიალისთვის - 6-ზე, ხოლო ფოთისთვის 8-ზე. აკადემიამ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება ფილიალებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „თეგეტა აკადემიამ“ წინასწარი მოკვლევისა დასტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელსშეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებითდაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთოავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვისმაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.
აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიულიგანათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამმიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსისმობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრიშეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებშიაკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებსრეგიონის განვითარებაზე“.
წელს მიღება ბათუმში პროფესიული მომზადების 3 პროგრამაზე გამოცხადდა: მსუბუქი ავტომობილისპროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი; მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი; სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება. რაც შეეხება ფოთისფილიალს, აქ მსმენელებს სწავლის დაწყება წელს ორ პროგრამაზე - პორტალური და ჯოჯგინა ამწისოპერატორი (მომზადება) და პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (გადამზადება) - შეეძლებათ. სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება
პროექტის ფარგლებში, შპს„ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიულიგანათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ფოთში ახალი ფილიალი გახსნა, ხოლობათუმში უკვე არსებული განავითარა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.
სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „იქიდან გამომდინარე, რომპროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორისსაჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათშესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვეითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორიკომპანიის - ფოთში, შპს „ტრანსფორდის“ და ბათუმში, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალიკომპანიის “თეგეტა მოტორსის“ გარემოში, მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკულიუნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინსასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქიდა სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით თეგეტა აკადემია ძალიან მალესაკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულგანათლებაში!“
პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნულიპროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა დამაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებსუმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებულიკოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებსსაგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესისმიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონთანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალისგანვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა