საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას განაახლებს. ამასთანავე, სოფელ მარტყოფის აბონენტებისათვის ამჟამად მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება.
სოფელ მარტყოფში არსებული გაზმომარაგების პრობლემების გამო, სემეკის მიერ გაუქმდა შპს „აკრიანი - 2006“-ზე გაცემული ლიცენზია, რადგანაც კომპანიამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აკრიანი-2006“ წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ იღებდა სათანადო ზომებს ქსელის მოვლა-პატრონობის მიზნით, გარდა ამისა არ ახორციელებდა ქსელურ საინვესტიციო პროექტებ, აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაევალა სოფელ მარტყოფის აბონენტთა გაზმომარაგება, რომლის უზრუნველსაყოფადაც კომპანიამ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა