მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით შემოვიდა 258,751 ათასი ტონა ტვირთი, რაც ქვეყანაში შემოსული სარკინიგზო ტვირთის 30,8%-ია.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ნათაქვამი.
ამ პერიოდში საქართველოს რკინიგზამ გადაზიდა 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0,7%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.1% შეადგენდა შიდა, 30.5%-ს საერთაშორისო (ტრანზიტის გარეშე) და 59.4%-ს სატრანზიტო ტვირთები.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოსული სარკინიგზო ტვირთების 37% რუსეთიდან, 30,8% აზერბაიჯანიდან და 32,2% სხვა ქვეყნებიდან იყო მიწოდებული.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა