თანამედროვე სამყაროში მომხმარებელს თითქმის ყოველდღე უწევს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათი მრავალფეროვანი მომსახურებით სარგებლობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა და გაცნობიერებული, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
აღნიშნული მნიშვნელივანია იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი დაიცვას გაუთვალისწინებელი / დამატებითი ხარჯებისა თუ ფინანსური სირთულეებისგან, რომლებიც, შესაძლოა, გამოწვეულ იქნას მომხმარებლთა არაგონივრული ნაბიჯებით.
საზოგადოებაში ბევრი არაზუსტი წარმოდგენა არსებობს, ერთის მხრივ ფინანსური ინსტიტუტების და მეორეს მხრივ, მოხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. თითოეული ჩვენთაგანი, როგორც მომხმარებელი ხშირად ვიღებთ გაუაზრებელ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით არ ვეცნობით ხელშეკრულებებს, რაც გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოქმნის.
საქართველოს საბანკო ასოციაცია გვიზიარებს რჩევებს და ინფორმაციას რათა უკეთ ვმართოთ საკუთარი ფინანსები.
რა უფლებები გვაქვს ჩვენ, როგორც მომხმარებლებს?
მომხმარებლის უმთავრესი უფლებაა, იცოდეს თუ რა პროდუქტით სარგებლობს, ამ პროდუქტს რა შინაარსი და ღირებულება აქვს. ამავე დროს მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაციის მიღება არა ერთჯერადად, არამედ ყოველი ახალი პროდუქტის შეძენის და გამოყენების მომენტში ხდებოდეს. ასევე, მომხმარებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რა თუ მოჰყვება მის მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევას.
მნიშვნელოვანია, მომხმარებელს კარგად ესმოდეს, სად მთავრდება საფინანსო ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და სად იწყება მომხმარებლის პასუხისმგებლობა. მომხმარებლის უფლებაა იყოს ინფორმირებული და ამავდროულად მას უჩნდება ვალდებულებაც იცოდეს რა პროდუქტით სარგებლობს, რათა სწორად განსაზღვროს მოლოდინები.
თუ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტს დავაკისრებთ, დაზარალდება არა მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელიც არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, არამედ ყველა მხარე.
რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?!
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის მექანიზმი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე. აქვე, შევეცდებით ავხსნათ მისი არსი მარტივად. სესხს ერიცხება კონტრაქტით გათვალისწინებული, ე.წ. ნომინალური საპროცენო განაკვეთი.
ნომინალური საპროცენტო განაკვეთის გარდა, სესხს აქვს დამატებითი ხარჯები - მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, სესხთან დაკავშირებული დაზღვევა ან სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია, რომ კონტრაქტში, გარდა ნომინალური საპროცენტო განაკვეთისა, პირველივე გვერდზე მიუთითოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც ნომინალურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად მოიცავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მასში სავალუტო რისკის ეფექტიცაა გათვლისწინებული, თუ სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ.
სასესხო პროდუქტის შერჩევის დროს, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და მისი გათვალისწინებით გააკეთოს არჩევანი. ერთ სესხზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ნაკლები ვიდრე მეორეზე, თუმცა, საკომისიოების გათვალისწინებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარებისას შეიძლება განსხვავებული სურათი მივიღოთ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება