USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების ინდექსი - საქსტატი

რის ხარჯზე შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების ინდექსი - საქსტატი

2024-12-04 11:19:00

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 22.0 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -7.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 5.8 პროცენტიანი მატებით, რაც 1.88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 5.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 0.05 პროცენტით, რამაც, შესაბამისად, -1.25 და -0.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები