„ფუსფუსი" ახალგაზრდა კონდიტერის ნათია ყურბუშაძის სახლიდან დაწყებული ბიზნესია, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
როგორც თავად ამბობს, კულინარიით ყოველთვის იყო გატაცებული, თუმცა პანდემიის პერიოდში მიდგომა შეცვალა და გადაწყვიტა ჰობის ბიზნესად ქცევა, რამაც 100%-ით გაამართლა.
ამ დროისთვის, კონდიტერი პროდუქციას სახლის პირობებში ამზადებს. მისი პროდუქციის პოპულარობა გასცდა საქართველოს ფარგლებსაც და მის მიერ დამზადებულ გოზინაყზე შეკვეთები უცხოეთიდანაც მიიღო.
„ახლა სახლიდან ვმუშაობ, თუმცა აუცილებლად ვგეგმავ წარმოების გაფართოებას და ბაზარზე ახალი კონცეფციით გამოსვლას. წარმოება 9 თვიანი ოპერირების შემდეგ კვლავ სახლში გადმოვიტანე. მომხმარებლებს ვთავაზობ სენდვიჩებს, პატარა ჭიქის დესერტებსა და ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ. საახალწლოდ ასორტიმენტს დავამატე „შტოლენი“, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე მიღებული მაქვს წინასწარი შეკვეთები. მომხმარებელს ასევე ვთავაზობ გოზინაყსაც.
როგორც კულინარი ამბობს „ფუსფუსის“ პოპულარობა და ავტორიტეტი იზრდება.
„2021 წელიდან ვარ ბაზარზე „ფუსფუსის“ წარმადობა გაიზარდა და ცნობადობა და შეკვეთებიც მზარდია“, - ამბობს კონდიტერი.
რაც შეეხება საკონდიტრო ბიზნესის გამოწვევას, მეწარმისთვის ნედლეულის ფასს და იჯარის მაღალ გადასახადს უკავშირდება.
„საკონდიტრო კაფე ოქტომბერში დავხურე. თუმცა ახალ ობიექტს სხვა კონცეფციით აუცილებლად გავხსნი.
სირთულეს ქმნის ფასის არასტაბილურობა, რაც ამ ტიპის საქმიანობაში გარკვეული დაბრკოლებაა. ფაქტობრივად ყოველ თვეს იცვლება ნედლეულის ფასი და გვიწევს პროდუქციაზე ასახვა, რაც მომხმარებლებთან უხერხულობას ქმნის.
ამასთან, რეალტორებს კომერციულ ფართებზე აქვთ მაღალი გადასახადები, რაც მცირე მეწარმეებისთვის დიდი პრობლემაა. მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის ეს ფაქტორიც ხელისშემშლელია", - აღნიშნავს ნათია ყურბუშაძე.
ახალგაზრდა კონდიტერის თქმით, ამ ეტაპზე 15-დე სახეობის პროდუქციას ამზადებს და მის ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა