ყველაზე დიდი ვარდნა ბიზნესს ჰქონდა პანდემიის დროს, თუმცა შემდგომ კომპანია 2,5 ჯერ გაიზარდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia‑ს ფიტნეს-ცენტრ „წრეს“ დირექტორმა სანდრო წერეთელმა განუცხადა.
„წრე“ არის ტრადიციული სპორტული დარბაზი, სადაც ტრენაჟორებია განთავსებული. გვაქვს კარდიო და თავისუფალი წონის ზონა. ფუნქციონირებს სპორტული წრეები, გარდა თავისუფალი წონებისა ტარდება ბოქსის, პილატეს, იოგას, არის სხვადასხვა ტიპის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები“, - ამბობს „წრეს“ დირექტორი.
როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, „წრეს“ დაფარვის ზონა არ არის მხოლოდ უბანი.
„საკმაოდ ბევრი ხალხი დადის ჩვენ ფიტნეს ცენტრში. გავცდით ჩვენი უბნის საზღვრებს და ამ 8 წლის განმავლობაში ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს.
დატვირთულობა სეზონურად იცვლება. შემოდგომა, გაზაფხული და ზამთრის დასაწყისია ყველაზე აქტიური. ყველაზე დიდი მოთხოვნაა პილატესსა და ბოქსზე“, - ამბობს „წრეს“ დირექტორი.
„წრეს“ ყოველთვიური ულიმიტო აბონემენტის ფასი 170 ლარია, ხოლო ტრენერთან ინდივიდუალური ვარჯიშის საფასური 350 ლარია.
ფიტნეს-ცენტრი „წრე“ 2016 წელს გაიხსნა და 40 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა