გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე გატანას, - ამის შესახებ „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა მაკა ასათიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იქნება მაგალითი ქართველი და უცხოელი კომპანიების თანამშრომლობის.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. გვჯერა, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არა მთავრობის ეფექტური მუშაობა და უაღრესად დიდი მხარდაჭერა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქტიური ხელშეწყობისთვის. უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე გატანას. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი გამორჩეული მაგალითია ქართული და უცხოური ბიზნეს სტრუქტურების თანამშრომლობის“, - განაცხადა მაკა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა