USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გავლით Metro Logistics-ი ევროპიდან საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებს იწყებს

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გავლით Metro Logistics-ი ევროპიდან საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებს იწყებს

2024-12-02 18:00:00

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Metro Logistics-ი რკინიგზით ევროპიდან საქართველოში საკონტეინერო გადმოზიდვებს იწყებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Metro Logistics-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ გუმბერიძემ განაცხადა, ევროპიდან ტვირთების გადმოზიდვები რკინიგზის ჩართულობით აქამდეც ხდებოდა, საუბარია მულტიმოდალურ გადაზიდვებზე, თუმცა ამჯერად ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გავლით ტვირთი პირდაპირ ევროპიდან შემოვა ქვეყანაში. 

„გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები. რამდენიმე კვირის უკან ვიმყოფებოდით როტერდამში და პირველად ვიწყებთ სარკინიგზო გადაზიდვებს ევროპიდან საქართველოში, როგორც კონსოლიდირებული ისე სრული კონტეინერებით.

აქამდე აღნიშნული გზით ტვირთების ტრანსპორტირება კი იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს ხდებოდა მულტიმოდალურად. რაშიც იგულისხმება ის, რომ ტვირთი პირობითად თურქეთამდე შეგვეძლო რკინიგზით მოგვეტანა და შემდეგ თურქეთიდან ზღვით შემოგვეტანა ფოთამდე. ეს არ გვაძლევდა მოქნილ ვადას, რადგანაც ზღვაც იყო ჩართული. თუმცა რამდენიმე თვის უკან, აქტიურად დაიწყო ყარსის გავლით მუშაობა და ჩვენც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გავლით ევროპიდან პირველ კონტეინერებს შემოვიტანთ.

ჩვენი პირველი კონტეინერები უკვე დეკემბერში შემოვა. კომპანიებიც უკვე დაკონტრაქტებულია და მათი დაკონტრაქტება მოხდა ქალაქ დიუსბურგში DuisPort-თან, რომელიც არის გერმანიის სახელმწიფო კომპანია და ამ კომპანიაში 30%-ს ფლობს სახელმწიფო“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს თემურ გუმბერიძემ.

ირკვევა, რომ პირველი ტვირთები, რომელიც ევროპიდან საქართველოში მთლიანად რკინიგზით შემოვა იქნება ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი მასალები და ასევე სამშენებლო მასალები. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Metro Logistics-ი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ლოგისტიკური ჯაჭვი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობს.

კომპანიის ხელმძღვანელი ძირითად აქცენტს კორპორატიული კულტურის შემუშავებასა და დანერგვაზე აკეთებს, სადაც პრიორიტეტს თანამშრომლები და მათი იდეები წარმოადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები