„ნუტრიმაქსი“ უახლოეს თვეებში ბაზარს Competento-ს ბრენდით, კომპანიონი ცხოველების( ძაღლები, კატები) პრემიუმ ხარისხის საკვებს შესთავაზებს.
Business Insider ისთვის ცნობილი გახდა, რომ მალე ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება ნუტრიმაქსის მიერ საქართველოში წარმოებული პრემიუმ ხარისხის ძაღლებისა და კატების მშრალი საკვები.
„ამ ბრენდზე ერთ წელზე მეტია რაც ვმუშაობთ. Competento მომხმარებელს კომპანიონი ცხოველების სწორ მოვლასა და კვებაში დაეხმარება და მათ კომპეტენტურ მშობლობას გაუმარტივებს. რაც შეეხება პროდუქტს, მიმდინარეობს საკვების ხარისხობრივი შემოწმება და ქართულ ბაზარზე უახლოეს თვეებში გამოჩნდება“, - ამბობს გიორგი გვასალია (მიმართულების ხელმძღვანელი).
Competento საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზრებზეც გამოჩნდება და მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.
„საქართველოში გამოჩენისთანავე Competento რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებელს სხვადასხვა ზომისა და ასაკობრივი კატეგორიის კატებისა და ძაღლებისთვის შესთავაზებს პროდუქტებს“, - ამბობს გიორგი გვასალია
ამჟამად მომხმარებლისთვის ნუტრიმაქსის მიერ წარმოებული ძაღლებისა და კატების საკვების სამი ბრენდია ხელმისაწვდომი: Winny, Simpo და Skippy.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა