USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მტევინო“ ასორტიმენტს ზრდის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გადის

„მტევინო“ ასორტიმენტს ზრდის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გადის

2024-11-27 17:22:00

წელს კომპანია „მტევინოს“ ასორტიმენტს 3 ახალი სახეობის ღვინო დავამატეთ - მწვანე, ხვანჭკარა, ტვიში და ამ ეტაპზე კომპანია 17 დასახელების ღვინოს აწარმოებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულიკო ნემსაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „მტევინოს“ ღვინის ქარხანა ევროპული სტანდარტითაა აღჭურვილი.

„კომპანიის მფლობელობაშია 35 ჰექტარი ვენახი, რომელიც გაშენებულია როგორც ხაშმის მიკროზონაში, ასევე საგარეჯოს რაიონის სხვადასხვა სოფლების ტერიტორიაზე. დღეისათვის კომპანია აწარმოებს 1000 000 ბოთლ ღვინოს, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე მომავალი წლიდან ვგეგმავთ წარმოების გაზრდას“, -აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

წელს „მტევინოს“ ახალ საექსპორტო ბაზრებს დაემატა - ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა,

„განვაგრძობთ წარმატებით თანამშრომლობას აშშ-ს, ჩეხეთის, ავსტრიის, გერმანიის, ჩინეთის მიმართულებით. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ ჩვენი საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო დივერსიფიცირებას. 2025 წელს ვაპირებთ პროდუქციის შეტანას სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და სკანდინავიის ქვეყნებში“,- აცხადებს სულიკო ნემსაძე

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე „მტევინო“ ძირითადად ოპერირებს ჰორეკას მიმართულებით.

„ასევე ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია ნიშურ ალკოჰოლურ მაღაზიებში - „8000 მოსავალში“. ქსელურებიდან ვთანამშრომლობთ სუპერმარკეტების ქსელთან „One Price”. სადაც საახალწლოდ დიდ ფასდაკლებებსა და საინტერესო აქციებს ვგეგმავთ“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024 წელი წარმატებული იყო „მტევინოსთვის“. ბრენდი მონაწილეობდა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში, სადაც „მტევინოს“ ღვინოებმა მაღალი სინჯის მედლები მიიღეს.

„დავიმატეთ საექსპორტო ახალი მიმართულებები, ბაზრები, რომლებთანაც სწორი მუშაობით რეალურ თვალსაჩინო შედეგს უკვე 2025 წლისთვის ველით. 2025 წელი გარდა საერთაშორისო გაყიდვებისა, „მტევინოსთვის“ საინტერესო იქნება ტურისტული მიმართულებითაც. ვაფართოებთ ტურისტულ მიმართულებას. ვაშენებთ აუზს, საუნას, პადელის კორტებს, „მტევინოს“ არსებულ სასტუმროს ვამატებთ დიდ კოტეჯებს. ჩვენი მრავალფუნქციური ტურისტული ცენტრი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება როგორც უცხოელი, ასევე ჩვენი ქართველი დამსვენებლებისა და ღვინის მოყვარულებისთვის“,- აცხადებს სულიკო ნემსაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები