ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.
„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.
„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა