მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, ამერიკული McDonald's Corp-ის შემოსავალი 2024 წლის მესამე კვარტალში 3%-ით გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 3%-ით შემცირდა.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, McDonald's-ის წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 2,26 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი 2,32 მლრდ დოლარი იყო. საანგარიშო პერიოდში მოგება თითო აქციაზე 3,17 დოლარიდან 3,13 დოლარამდე დაეცა.
McDonald's Corp-ის კვარტალური შემოსავალი 6,69 მილიარდი დოლარიდან 6,87 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ექსპერტების საშუალო პროგნოზი 6,82 მილიარდი დოლარი იყო.
McDonald's-ის გლობალური შესადარებელი გაყიდვები (რესტორნები ბიზნესში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) ივლის-სექტემბერში 1,5%-ით შემცირდა (პროგნოზი: 0,6%-იანი კლება). აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ეს მაჩვენებელი 0,3%-ით გაიზარდა, საზღვარგარეთ კი 2,1%-ით დაეცა.
კომპანია გასული კვარტლის შედეგების მიხედვით გადაიხდის დივიდენდებს 1,77 აშშ დოლარის ოდენობით აქციაზე.
საგულისხმოა, რომ McDonald's-ის აქციები უფასურდება. სამშაბათს მათი ფასი 2,6%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 0,1%-ით არის გაზრდილი.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა