USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰოლდინგურ შეთქმულებებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს - ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებზე

ჰოლდინგურ შეთქმულებებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს - ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებზე

2023-02-27 16:00:26

ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოჰყვა. 

„თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე დიდი ალბათობით, შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს და ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფასის, ნებისმიერი შეზღუდვის, დეფიციტს, თუ ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა ჯანდაცივის მინისტრმა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ მიმართულებით სახლმწოფო პოლიტიკა მკაცრი იქნება, თუმცა მინისტრს კონკრეტული ჰოლდინგები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა რომ სამი ჰოლდინგი და ერთი კომპანია ბაზრის 90%-ს ფლობენ.  

„ჩვენ მივყვებით იმ რეფორმას, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე და სამედიცინო სექტორში დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვაქვს. ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ამ რეფორმის ნაწილი ყველაზე რთული და ყველაზე მკვეთრი, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ამ რეფორმაზე და ფასწარმოქმნაც იქნება სამართლიანი. ამასთან, ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და ორი და სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება და რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი იქნება,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა,  ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.

შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები