USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გორგიამ“ ახალი, რიგით მე-14 ფილიალი საჩხერეში გახსნა

„გორგიამ“ ახალი, რიგით მე-14 ფილიალი საჩხერეში გახსნა

2024-10-12 14:00:00

 

საჩხერეში „გორგიას“ ახალი, რიგით მე-14 ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალი 2 400 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც 60 000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. „გორგიას“ პროდუქტზე მოთხოვნა დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც მაღალია, ამიტომ „გორგია“ რეგიონებში გაფართოებას განაგრძობს და ამჯერად კომპანიამ ფილიალი საჩხერეში გახსნა.

„გორგია“ აგრძელებს გაფართოებას და ამიტომ ახალი ფილიალი უკვე საჩხერეში გავხსენით. აქამდე აქ ფილიალი არ გვქონდა, თუმცა მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო, საჩხერის მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა „გორგიას“ საკუთარ ქალაქში. სახალხო დღესასწაულივითაა, რადგანაც ათეულობით ადამიანი მოვიდა და სრულიად სავსეა დღეს ჩვენი ჰიპერმარკეტი. როგორც იცით „გორგია“ ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში გვქონდეს ჩვენი წარმომადგენლობა, ჩვენი ფილიალი. რადგანაც ის სიკეთეები, რომელიც გორგიას აქვს იქნება ასორტიმენტის კუთხით თუ ფასის კუთხით იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა.

კომპანიის გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საჩხერის ფილიალში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. შეგახსენებთ, რომ „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები