USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Goldman Sachs-ის პროგნოზით, ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს

Goldman Sachs-ის პროგნოზით, ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს

2024-11-19 12:23:00

Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს უნციაზე, რაც ცენტრალური ბანკების შესყიდვებსა და აშშის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ  თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ცენტრალური ბანკების სტრუქტურულ მოთხოვნაზე და ციკლურ მხარდაჭერაზე, რაც FED-ის პოლიტიკის შერბილებით არის განპირობებული.

„ოქროს ფასი წელს გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დოლარის გაძლიერებით შემცირდა. ოფიციალური სექტორის შესყიდვები და ფისკალური პრობლემები შეიძლება ფასების ზრდის დამატებითი მიზეზი გახდეს, რადგან ცენტრალურმა ბანკებმა, შესაძლოა, თავიანთი რეზერვები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან დივერსიფიკაციის მიზნით გაზარდონ“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები