14 ოქტომბრიდან Georgian Wings-ი კომპანია ulutour travel-თან და კომპანია Ali Osman Ulusoy-სთან პარტნიორობით თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეგულარულ ფრენებს იწყებს.
Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ორთაბათ და ხუთშაბათს შეასრულებს.
ფრენები შესრულდება რეგულარულად 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში.
აღნიშნულ ავიარეისებზე, მგზავრებს, Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდით მოემსახურება.
„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში; 14 ოქტომბრიდან Georgian Wings-ი იწყებს პარტნიორი კომპანიების ulutour travel-ის და Ali Osman Ulusoy მიერ დაკვეთილი რეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელებას, კვირაში ორი სიხშირით თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით.
ეს ახალი მარშრუტი მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს მოგზაურებს, აძლიერებს ხელმისაწვდომობას და კომფორტს ორივე რეგიონში მოგზაურობის მსურველთათვის ქართველი მოგზაურებისთვის პირდაპირი კავშირი ტრაბზონთან ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ხსნის უამრავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული მიზნებით ამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას ტრაბზონში და ტრაბზონიდან სხვა მიმართულებით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის არის ძალიან ხელსაყრელი და მარტივი ფრენის დროის გათვალისწინებით. თურქ მოგზაურებს აღნიშნული ფრენებით საშუალება ეძლევათ ეწვიონ თბილისს, რომელიც ცნობილია თავისი ენერგიული ატმოსფეროთი, მდიდარი მემკვიდრეობითა და თბილი სტუმართმოყვარეობით. აღნიშნული გადაწყვეტილება რეგულარულ ჩარტერულ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით აძლიერებს ტურიზმს და ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ეკონომიკურ ზრდას.
აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც წესი რეგულარული ჩარტერული ფრენების ავიაბილეთების რეალიზაციას ახდენს არა ავიაკომპანია, არამდედ რეისის დამკვეთი კომპანია. ამ შემთხვევაში პარტნიორების ინიციატივით აღნიშნული ავიარეისის ბილეთების შეძენა მოგზაურებს შეეძლებათ ავიაკომპანიის ოფიცილური ვებ გვერდის მეშვეობითაც.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფრენები მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის და გააძლიერებს ურთიერთობებს“პირველი საინაუგურაციო ფრენის აღასანიშნავად“, – აცხადებს Georgian Wings-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.
14 ოქტომბერს 06:00 საათზე როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებები. საქართველოში აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება, როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები ასევე, პარტნიორი კომპანიების ulutour travel-ის და Ali Osman Ulusoy-ის დამფუძნებლები და თურქული მხარის მიერ მოწვეული 50-მდე დელეგატი, ხოლო ტრაბზონში ტრაბზონის მერი და გუბერნატორი იღებენ საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებაში მონაწილეობას სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად.
აჰსენ აიდინი, Ali Osman Ulusoy-ს ბორდის (სამეთვალყურეო საბჭოს) ვიცე პრეზიდენტის და გულშაჰ ჰელვა, Ali Osman Ulusoy-ს ბორდის (სამეთვალყურეო საბჭოს) ვიცე პრეზიდენტის განცხადებით: “ეს თანამშრომლობა მოიტანს ბევრ ეკონომიკურ და სოციალურ ბენეფიტებს ორივე ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ასევე, ჩვენთვის დიდი პატივია და მოხარულები ვართ, რომ ეს ოპერირება განხორციელდება Ulutour Tourism Agency-ს საშუალებით, რომელიც არის Ali Osman Ulusoy კომპანიების ჯგუფის წევრი“.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც პარტნიორი კომპანიების ulutours travel-ის და Ali Osman Ulusoy-ის, ასევე ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა