USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია“ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით გაიმართება

„ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია“ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით გაიმართება

2024-08-02 14:57:00

4-11 აგვისტოს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა დაკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“- მხარდაჭერით იმართება ,,ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38- კონფერენცია’’ თავისუფალ უნივერსიტეტში. საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და მას წელს პირველად უმასპინძლებს საქართველო. 

ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია ფიზიკის სტუდენტებისთვის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPS),  საქართველოს ფიზიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GAPS), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ. პირველი კონფერენცია ჩატარდა ბუდაპეშტში, უნგრეთი 1986 წელს. ამ მომენტიდან მოყოლებული, ათობით ქვეყანა მასპინძლობდა ღონისძიებას ათწლეულების განმავლობაში, წელს პრველად კი საქართველო 

კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებით დაინტერესებული ასობით სტუდენტი ეწვევა საქართველოს მთელი მსოფლიოდან, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ სამეცნიერო მოხსენებებს, ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებს, სტუდენტური სამეცნიერო პოსტერების გამოფენას და მოუსმინონ კონფერენციის სპიკერებს - მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს 

გარდა სამეცნიერო ნაწილისა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სოციალური აქტივობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს გაცნობას უცხოელი მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის 

როგორც უკვე ითქვა, ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38- კონფერენციის მხარდამჭერები არიან კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც გამორჩეულია საქართველოს განათლების სფეროში და წარმოადგენს თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელ ორგანიზაციას. ცოდნის ფონდის მიერ დაარსებიდან დღემდე 80  მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო განათლებასა და მეცნიერებაში 

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას’’ მხარდაჭერა სამეცნიერო კონფერენციისადმი მიზნად ისახავს როგორც ფიზიკით, მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან, ასევე სტუდენტების და ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობას. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას საგანმანათლებლო ინიციატივების საშუალებით. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ნიჭის განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას. ამ ინიციატივების მეშვეობით ათასობით სტუდენტს აქვს სწავლის გაგრძელების და განათლების მიღების საშუალება. 
 

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ საქართველოში აგრძელებს განათლების სფეროს ინტენსიურ მხარდაჭერას. კოკა-კოლა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, 2024 წელს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, რაც გამოიხატება არსებულ უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობაში, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლებისადმი გამორჩეულ პატივისცემას, ერთგულებასა და ხელშეწყობას.    

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ მხარში უდგას განათლებას და მეცნიერებას, სწორედ ამის დასტურია მისი მხარდაჭერა ,,ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38- კონფერენციის’’, რომელიც გაგვაცნობს მეცნიერებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან და წვლილს შეიტანს საქართველოს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე დამკვიდრებაში. 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები