ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
მსოფლიოს მასშტაბით პირამიდული სქემები განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა. ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების, როგორიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვა, გაყიდვების გზითაც. თუმცა, ასეთი საქონლის და მომსახურების ფასი საბაზროზე გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და მომსახურება და ამ გზით სხვებიც "გააწევრიანოს" სქემაში. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა და სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.
როგორ ამოვიცნოთ ე. წ. "ფინანსური პირამიდა"?
წყარო: https://www.finedu.gov.ge
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი