გამოცდების ეროვნული ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ქულების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწება.
„აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
გისურვებთ წარმატებას!“ – ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა