ბიტკოინის ფასმა ყველა დროის ახალ მაჩვენებელს მიაღწია და $97000-ს გადააჭარბა.
Coindesk-ის მონაცემებიდან, დილით ზრდა 5,66%-ით, 97,5 ათას დოლარამდე იყო, შემდეგ კი 98 ათასს მიაღწია.
კრიპტოვალუტამ გაძვირება დაიწყო 5 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.
Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა იწინასწარმეტყველა კრიპტოვალუტების ოქროს ხანა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში 10X-მა გამოთვალა, რომ 2025 წლის 27 იანვრისთვის მიმდინარე კურსიდან $73 ათასიდან 40%-იანი ზრდა იქნება და კრიპტოვალუტის ფასი $101 ათასს მიარწევს.
TradingView-ის ცნობით, 29 ოქტომბერს ბიტკოინის ბაზრის წილმა 60%-ს გადააჭარბა. 2021 წლის მარტიდან ინდიკატორი ასეთ მაღალ ნიშნულზე არ ყოფილა.
ბოლო მონაცემებით ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 940 მილიარდ დოლარს აღწევს.
Bitcoin-ი ვირტუალური ვალუტაა, ბლოკჩეინი - გადახდის სისტემა. ინფორმაცია განთავსებულია ათასობით კომპიუტერში, ბლოკების სახით. მისი წაშლა ან შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. Bitcoin-ის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა.
Bitcoin-ი სატოში ნაკამოტომ გამოიგონა. ის ქსელში 2009 წლიდან ჩაეშვა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში 200 მილიონი პროცენტით გაიზარდა.
2024 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 16 წლის გახდა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა