USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე ჩვენი ნიშა გვაქვს, რაც ყველასგან გამოგვარჩევს - „სურო“

ბაზარზე ჩვენი ნიშა გვაქვს, რაც ყველასგან გამოგვარჩევს - „სურო“

2024-12-03 17:00:00

ეკომეგობრული რესტორანი თბილისში Suro.სურო, უკვე ორი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, ადგილობრივი მოქალაქეებისა და უცხოელების საყვარელი ადგილია.

როგორც ,,სუროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ირაკლი ხეხელაშვილი Business Insider Georgia– თან აცხადებს, რესტორანი ყურადღებას იქცევს კონცეფციით.

„მცენარეებით და ყვავილებით მორთული ინტერიერი, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის კულინარია ,,სუროს“ აშკარად გამოარჩევს“,- აცხადებს ირაკლი ხეხელაშვილი. 

მისი თქმით, ორი წელია, რაც რესტორანი ქართულ ბაზარზეა, თუმცა მომხმარებლებში უკვე ძალიან პოპულარულ გახდა.

„პირველ რიგში სტუმრებს მოსწონთ მყუდრო გარემო, უგემრიელესი კერძები და არა ალკოჰოლური სასმელები. საქართველოს მოქალაქეები არიან ჩვენი სერვისის მთავარი მომხმარებლები. დატვირთულობა მაღალია. ერთდროულად შეგვიძლია 35 სტუმრის მიღება. განსაკუთრებით პოპულარულია „სუროს“ ხაჭაპური. 2024 წელს მენიუ შევცვალეთ. არატურისტულ ზონაში ვართ და მომხმარებლები კვლავ აღმოჩენის რეჟიმში არიან“, - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.

,,სურომ“ შექმნა სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელი ქალაქში ქალაქს მოწყვიტოს და სიმწვანეში ამოგზაუროს.

2024 წლის ნოემბერში ორი წელი გახდა, რაც რესტორანი გაიხსნა. ობიექტი 5 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები