ბავშვის ტანსაცმლის ბრენდმა „რკომ“ სახლის დეკორის ხაზი დაამატა. Business Insider Georgia-სთან კომპანიის მფლობელმა თამარ მესარკიშვილმა განაცხადა, რომ სახლის დეკორის ნაწარმი უკვე უცხოეთის ბაზარზეც გაიტანეს.
„ვკერავთ სახლის თეთრეულს, ბალიშისპირებს, პლედებს. ეს პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. ხოლო ადგილობრივ ბაზარზე, ამ მიმართულებით გვაქვს კორპორაციული შეკვეთები“, - ამბობს თამარ მესარკიშვილი. „რკოს“ სახლის დეკორის ნაწარმი ამ დროისთვის ლონდონში იყიდება. „კარამელ ლონდონი“ არის ძალიან მაღალი ხარისხის ბუტიკური მაღაზია და ისინი არიან ჩვენი ძირითადი დამკვეთები“, -აცხადებს ბრენდის მფლობელი.
2016 წლის დეკემბერში, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ახალი ბრენდი – „რკო“ გამოჩნდა. კომპანია სამმა მეგობარმა: თაკო მეგრელიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა შექმნეს. “რკო” ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგოებსა და ბიჭებს.
კომპანიას აქვს ერთი შოურუმი თბილისში, სადაც პროდუქციაა წარმოდგენილი.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა