აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.
„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საელჩო დაკეტილი იქნება. თანამშრომლებმა თავშესაფარში ყოფნის ინსტრუქცია მიიღეს“, - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ, მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა