აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტთან რამონ რიერასთან შეხვედრა გამართა.
უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI-ს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინევსტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.
მინისტრმა რამონ რიერას აჭარაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას FIABCI GEORGIA-ს პრეზიდენტი ნუცა აბრამიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური და სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ასოციაციის წევრი ნინა გოგვაძე ესწრებოდნენ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა