Wizz Air-ი, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში, გთავაზობთ 30 პროცენტამდე ფასდაკლებას ცალმხრივ ფრენებზე 29 ნოემბერს, ვარდისფერი პარასკევის ფარგლებში. აქცია ვრცელდება სხვადასხვა მარშრუტზე 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ასევე ონლაინ wizzair.com-ზე. ეს ფასდაკლება არაჩვეულებრივი შეთავაზებაა მათთვის, ვისაც ახალ წელს ახალი ქვეყნის მონახულება სურს, ან უკვე გეგმავს მოგზაურობას ვალენტინობის დღეს.
ზამთრის ცივ თვეებში Wizz Air-ის ბევრ მგზავრს სურს დასვენება სამხრეთის თბილ ქვეყნებში. ასე რომ გირჩევთ, შობა არ გაატაროთ ცივ ავსტრიაში, არამედ შეისწავლოთ საშობაო დღესასწაულები თბილ სამხრეთში. მალაგაში (ფრენები 39,99 ევროდან**) გლინტვეინის ნაცვლად, შეგიძლიათ მიირთვათ სანგრია პალმის ხეების ქვეშ. ქალაქი ასევე გთავაზობთ უგემრიელეს ტაპასებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს. თუ ჯანჯაფილის შემცვლელს ეძებთ, მას რომში ნახავთ (ფრენები 19,99 ევროდან**), მაგალითად, შობის დღესასწაულზე იქ ტრადიციულად მიირთმევენ Panettone-ს.
გარდა ამისა, Pink Firday ასევე გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, გააოცოთ თქვენი პარტნიორი ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი მოგზაურობით. ნიცა (ფრენები 29,99 ევროდან**) ან კრეტა (ფრენები 35,99 ევროდან**) იდეალურია ხანმოკლე, რომანტიკული დასვენებისთვის.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარა ყველაზე მდგრად ბიუჯეტურ ავიაკომპანიად 2021-2024 წლებში, ხოლო 2024 წელს Wizz Air-ი დასახელდა , როგორც „წლის გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა