USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი - ირაკლი ქარსელაძე

2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი - ირაკლი ქარსელაძე

2024-11-27 13:18:00

,,დღეის მდგომარეობით ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.  აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის, 24-საათიან წყალმომარაგებას. ხოლო სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ჯამურად, 300,000 ბენეფიციარისთვის 24-საათიან წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.
,,მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა რაც წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით ხორციელდება, არსებულ 6 გამწმენდს, სამსაფეხურიან ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობას,  დაემატება 11 ახალი გამწმენდი ნაგებობა.ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის წყალმომარაგების პროცესის უზრუნველყოფისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები