საქართველოში აშშ-ის საელჩო ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობის დასრულებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობა წარმატებით დასრულდა!
გადატვირთვის პუნქტი დაეხმარება საქართველოს მასშტაბური წვრთნების მასპინძლობასა და საჭირო აღჭურვილობის გადატანაში.
ამ საკვანძო პროექტზე მხარდამხარ ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. აშშ-ის მხრიდან მშენებლობაში ჩართული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონი.
ძალა ერთობაშია!“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ფოტო: აშშ-ის საელჩო
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება