USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიუჯეტირება | ბიუჯეტის არსი, სახეები, დაგეგმვა

ბიუჯეტირება | ბიუჯეტის არსი, სახეები, დაგეგმვა

2022-11-30 04:04:06

სიტყვა „ბიუჯეტი“ არ არის თანამედროვე ცხოვრებაში გაჩენილი ტერმინი ის უძველესი დროიდან სხვადასხვა ენაში გვხვდება, მათ შორის, ლათინურში - „bulga “, ფრანგულში - „bougette“, ინგლისურში - „budget“ და ნიშნავს ტყავის ჩანთას, საფულეს ან ტომარას.

 

თანამედროვე რეალობაში კი ბიუჯეტი ასახავს შემოსავლების ხარჯებად და დანაზოგებად გადანაწილების სურათს, დროის გარკვეული მონაკვეთისთვის. ბიუჯეტი არსებობს იქ, სადაც საჭიროა ფინანსების მართვა, ამდენად არსებობს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ამა თუ იმ ორგანიზაციის/კომპანიის ბიუჯეტი, ისე საოჯახო თუ პიროვნების პირადი ბიუჯეტი. ამ მენიუში ჩვენ სწორედ საოჯახო და პირად ბიუჯეტზე ვისაუბრებთ.

 

რაში გვეხმარება ბიუჯეტირება?

 

მოდი, განვიხილოთ რაში შეიძლება დაგეხმაროთ საოჯახო თუ პირადი ბიუჯეტის შედგენა ანუ ბიუჯეტირება. 

მთავარი სარგებელი ისაა, რომ სწორად და ოპტიმალურად შედგენილი პირადი ბიუჯეტი ანუ ფინანსური გეგმა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა კავშირი აქვს ბიუჯეტირებას ფინანსურ კეთილდღეობასთან? ბიუჯეტის შედგენით თქვენ შეძლებთ, პირადი თანხების მოძრაობის სრული სურათის დანახვას, გაერკვევით იმის დანახვაში, თუ თქვენი შემოსავლის რომელი ნაწილი რა ხარჯებს ხმარდება და რომელი მათგანის შემცირების შედეგად შეძლებთ დაზოგვის დაწყებას თუ დანაზოგების გაზრდას. გარდა ამისა, ბიუჯეტირება მოულოდნელ ხარჯებთან იოლად გამკლავებაში და, რაც მთავარია, ფინანსური მიზნების მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

როგორ დავიწყოთ ბიუჯეტირება?

 

მოდი, განვიხილოთ ბიუჯეტი, მისი სახეები და შედგენის თავისებურებები. 

ბიუჯეტი შესაძლოა იყოს რამდენიმე სახის: პირადი ბიუჯეტი, ოჯახის ბიუჯეტი, კონკრეტული მიზნის მისაღწევად შედგენილი ბიუჯეტი.  მაგალითად, დასვენებისთვის ან მარტო საცხოვრებლად გადასვლისთვის საჭირო ბიუჯეტი და სხვა. 

შესაძლოა ახლახანს გაიფიქრეთ, ან უკვე გსმენიათ მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომ ბიუჯეტირება შეიძლება რთული და დამღლელი პროცესი იყოს. ზოგიერთის წარმოდგენაში კი, ბიუჯეტირებისთვის ბუღალტრული, ფინანსური ან სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნაცაა საჭირო. სინამდვილეში, ბიუჯეტის შედგენა საკმაოდ მარტივი პროცესია და ეს თქვენი ბლოკნოტის ერთ-ერთ ფურცელზეც კი შეგიძლიათ გააკეთოთ. მეტი კომფორტისთვის, გირჩევთ ეს ექსელის ცხრილის გამოყენებით გააკეთოთ ან ბიუჯეტის უფასო აპლიკაციაც მოიძიოთ და ჩამოტვირთოთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ტელეფონი მუდამ თან გვაქვს, შესაბამისად ბიუჯეტის აპლიკაციაც მუდმივად ხელმისაწვდომია. ამრიგად, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია ბიუჯეტის დაცვა ანუ ფინანსების წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მართვის პროცესი.

 

წყარო: https://www.finedu.gov.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები