USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს მსოფლიო ავიაკომპანიებმა 6,6 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს

2022 წელს მსოფლიო ავიაკომპანიებმა 6,6 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს

2023-07-29 14:02:05

საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ ACI World-მა 2022 წლის ყველაზე დატვირთული აეროპორტები გამოავლინა.
გასულ წელს გლობალურმა სამგზავრო მიმოსვლამ 6,6 მილიარდ მგზავრს გადააჭარბა, რაც 43,8%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. იმავდროულად, 2022 წლის მაჩვენებლები კი 2019 წლის დონის 72,5%-ს შეადგენს.

ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი შეინარჩუნა ატლანტამ, ხოლო აშშ-ს საჰაერო ტერმინალებმა სიის ათიდან ხუთი ადგილი დაიკავეს.

ლონდონის ჰითროუმ განიცადა მგზავრნაკადის ყველაზე დიდი ზრდა 2021-2022 წლებში, ის 54-ე პოზიციიდან მე-8 ადგილზე ავიდა.

ასევე გამოირჩეოდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, რომელიც 2021 წელს 31-ე ადგილიდან 2022 წელს მე-10 ადგილზე გადავიდა და დუბაი, რომელიც 27-ე ადგილიდან მე-5 პოზიციაზე მოხვდა.

გასულ თვეში, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) გამოაქვეყნა შესწორებული პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2023 წელს მგზავრთნაკადი 4,35 მილიარდის მიაღწევს, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 4,54 მილიარდი იყო.

ახალი ამბების კომენტირებისას, ACI World-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ფელიპე დე ოლივეირამ თქვა, რომ „ფასების ზეწოლისა და სპეციალისტების დეფიციტის პირობებში, მსოფლიოს აეროპორტები აგრძელებენ მგზავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აეროპორტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გამძლეობა, რაც ასახულია ჩვენს ანგარიშში“.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები