გიზიარებთ ბლოგს:
Warner Bros. Discovery (WBD)-ის აქციების ფასმა 21%-იანი მატება დააფიქსირა. ზრდა კომპანიის მხრიდან Charter Communications-თან ახალი გარიგების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. აღნიშნული თანამშრომლობა სტანდარტულ სატელევიზიო სერვისებს სტრიმინგის სერვისებთან დააკავშირებს და მიზნად მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებას ისახავს.
ახალი გარიგების თანახმად, Charter-ის მფლობელობაში არსებული ტელევიზიისა და ინტერნეტის მთავარი პროვაიდერი Spectrum, რომელსაც მილიონობით აბონენტი ჰყავს, Warner Bros. Discovery (WBD)-ის სტრიმინგ სერვისის Max უფასო ვერსიას მიიღებს. Max კი ისეთ რეიტინგულ არხებს აერთიანებს, როგორიცაა HBO და Discovery+.
ორივე კომპანიის მესვეურები ელიან, რომ თანამშრომლობა მხარეებს მეტი მომხმარებლის მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება, რადგან ახლებური პაკეტით სულ უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ Warner Bros. Discovery (WBD)-ისთვის გასული წელი საკმაოდ არასტაბილური აღმოჩნდა და ფაქტმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ინვესტორთა შეხედულებებზეც.
ბოლო დროს კი, ყველაზე დიდი ვარდნა ერთი თვის წინ დაფიქსირდა, როდესაც მეორე კვარტლის მოგების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, იმედგაცრუების ფონზე, აქციები 13.4%-ით დაეცა. კომპანიის მოგება თითო აქციაზე (EPS) და შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინზე დაბალი იყო. შედეგები ცხადჰყოფს, რომ Warner Bros. Discovery (WBD)-მა სუსტი ეტაპი განვლო.
ამჟამად კი, Warner Bros. Discovery (WBD)-ის აქციებმა 2023 წლის 2 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა და ხუთშაბათს S&P 500-ის საუკეთესო შემსრულებლების სიაშიც აღმოჩნდა.
Warner Bros. Discovery (WBD)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება