ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ის ადამიანები აზიანებენ ლარს, რომლებიც სპეკულაციურად საუბრობენ.
„თუ არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა და როგორც ეკონომისტები ვამბობთ ხოლმე, თუ სხვა თანაბარ პირობებში ყველაფერი წესრიგში იყო, ლარს საფრთხე ამ ნაწილში არ ემუქრება.
ძალიან საინტერესოა, როდესაც საუბარია ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ რეზერვები როდესაც იხარჯება, ამით ხელოვნურად ხდება ლარის კურსის დაჭერა, არცერთ შემთხვევაში ლარის კურსის დაჭერა ხელოვნურად არ ხდება.
აქ არანაირ კავშირში არ არის ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერასთან საქმე, იმიტომ, რომ ერთი მარტივი პრინციპია აქ, როდესაც ხდება შეძენა ამ შემთხვევაში რეზერვების, ფაქტია, ლარის კურსი ხელოვნურად ვერ იქნება დაჭერილი. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ სპეკულაციურად საუბრობენ, ისინი აზიანებენ ამ შემთხვევაში ლარს და ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება